რეკლამა
თიბისის რეგიონული ბიზნეს ფორუმი წინანდალში {R}
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები.
მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.



ისაუბრეს მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აგროტურიზმის უპირატესობასა და ახალი რეგულაციების შესახებ. სესია თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფორუმის ძირითადი მიზანი ბიზნესმენების ერთად შეკრებაა.
„ეს არის რიგით მესამე ფორუმი, რომელსაც ვმართავთ წინანდალში. პირველი ორი, ბათუმსა და წყალტუბოში ჩატარდა. ფორუმის ძირითადი მიზანია, ბიზნესმენების ერთად შეკრება და საკუთარი აზრების, გამოცდილების გაზიარება. იყო ვორქშოპები კონკრეტულ თემებზე, როგორიცაა: სასტუმროების მართვა, სოციალური მედიამარკეტინგი და ა.შ. დღეს, აქ არიან ჩვენი ბანკის მომხმარებლები, პარტნიორები და რეგიონში მოღვაწე აქტიური ბიზნესმენები, 150- ზე მეტი საწარმოა წარმოდგენილი. ამ შეხვედრებს ვახორციელებთ ჩვენი პარტნიორი ფონდის EFSE -ს მხარდაჭერით. ვფიქრობთ, მომავალი ღინისძიება სამცხე ჯავახეთში გვექნება.“


ბიზნეს ფორუმის შედეგებით კმაყოფილია ინდმეწარმე ნონა ბეჟუაშვილი, როგორც მან აღნიშნა, ის თიბისი ბანკის აქტიური მომხმარებელია.
„ბევრი დადებითი ინფორმაცია მივიღე . მომეწონა ფორმატი და მოხარული ვიქნები თუ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება. მე საკუთარი, პატარა ბიზნესიც მაქვს, ფაქტობრივად აქ ვიყავი, როგორც ბანკის მომხმარებელი, ასევე ბიზნესის წარმომადგენელი, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ორივე კუთხით იყო საინტერესო. “


ფორუმის დასასრულს ჩატარდა ვორქშოპები თემაზე: „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია“, „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი“, „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში“ და ა.შ.
ვორქშოპების შემდეგ მონაწილეებს ერთმანეთისა და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალებაც მიეცათ. აჭარის, იმერეთისა და კახეთის შემდეგ ბიზნესფორუმი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ
შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
18:39 / 13.09.2019
სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი
არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და
გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ.
სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ.
15:43 / 12.09.2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი
ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა
სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის
კომპანია დგას და ა.შ.
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19.07.2019
29 ივნისს, 09:00 საათზე, კახეთის
რეგიონის, ქ.ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემი“-ში გაიმართება
ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია თემაზე: ტუბერკულოზის
მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები.
29 ივნისს, 09:00 საათზე, კახეთის რეგიონის, ქ.ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემი“-ში გაიმართება ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია თემაზე: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები.
15:34 / 28.06.2019
21 ივნისს, ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის
მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში
Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C
ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
21 ივნისს, ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
23:31 / 21.06.2019
სხვა ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:
11:25 / 16-09-2019
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ კარდენახში გადაიდო, რაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
11:24 / 16-09-2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან.
18:35 / 14-09-2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან.
18:35 / 14-09-2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
01:25 / 14-09-2019
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
18:39 / 13-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.