რეკლამა
ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები
29 ივნისს, 09:00 საათზე, კახეთის რეგიონის, ქ.ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემი“-ში გაიმართება ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია თემაზე: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები.


მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე ირმა ხონელიძე, საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, მისი მოადგილე ნანა ქირია; საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზის პროგრამის მართვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მარინა ჯანჯღავა; აგრეთვე საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რუსუდან ასპინძელაშვილი და ინგა ქინქლაძე; ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ტუბერკულოზის განყოფილების მმართველი გულნარა გონაშვილი; საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის პროფესორი დიმინიკ სალმონი; საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის ექიმი ფილიპ მორანი; საფრანგეთის ესპას სანტე ბლუას ექიმი ამად ჯიბაუი.

10:00-16:30 იქნება სესიის მიმდინარეობის საათები, ფრანგი და ქართველი მედიკოსების მონაწილებით.
კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი და ფრანგი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას.


ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“, ფრანგი ექიმების, „საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა“ და ორგანიზაცია „ექიმი-ბიოლოგები საზღვრებს გარეშე“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
დღესდღეისობით, სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის ცენტრი, ონკოლოგია-ქიმიოთერაპიისა და ტუბერკულოზის განყოფილება ისევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
ცენტრის წლევანდელი ძირითადი მიმართულება კი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაა საფრანგეთსა და საქართველში.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google