სოფლის მეურნეობა
თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა
2019 წლიდან თიბისი დაზღვევა ჩაერთო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ აგროდაზღვევის სექტორში და ჯამში 228 ფერმერს 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.

გურჯაანის სერვის-ცენტრის დირექტორის გიორგი გაბიტაშვილის თქმით, თიბისი დაზღვევამ რომ წარმატებით იმუშავა, ამაზე შარშანდელი შედეგებიც მეტყველებს:

- საკმაოდ მოსახერხებელი პირობები გვაქვს, მთავარია კლიენტმა დროულად მოახდინოს რეაგირება და ზარალიდან 24 საათის განმავლობაში დარეკოს ცხელი ხაზზე: 0322422222. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე ნახავენ და შეფასებენ არსებულ სიტუაციას, განისაზღვრება ზარალის პროცენტი და ანაზღაურებაც შესაბამისად მოხდება.

- ბატონო გიორგი, ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არ შედის მოსალოდნელ რისკებში გვალვა?

- მოგეხსენებათ, აგროდაზღვევა არის სახელმწიფო პროგრამა, გვალვა არ არის გათვალისწინებული დაზღვეულ რისკებში, ჩვენ, რადგან ამ პროგრამაში ვირებთ მონაწილეობას, ვანაზღაურებთ მხოლოდ პროექტით გათვალისწინებულ რისკებს.

- რატომ თიბისი დაზღვევა?

- ჩვენ, მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელლის ცხოვრების გაამრტივებას და ვთავაზობთ მარტივ და სწრაფ სერვისებს. ფაქტი სახეზეა, 2019 წელს პირველად შევედით ბაზარზე და ამ პერიოდში 228 ფერმერს ავუნაზღაურეთ 2,000,000 ლარის ზარალი.ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი შედეგია.

პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.

თიბისის აგროდაზღვევით შარშან ფირანი ბაწელაშვილმაც ისარგებლა და როგორც თვითონ აღნიშნავს ძალიან კმაყოფილია:
„გურჯაანში, სოფელ არაშენდაში მაქვს ვენახები და რამდენიმე ჰექტარზე ხორბალიც მითესია. შარშან ერთი ჰექტარი საფერავი დავაზღვიე, ათ ტონა ყურძენს ველოდებოდი, მაგრამ მაისში ძალიან დავისეტყვეთ, მაშინვე დავრეკე ცხელ ხაზზე და ორი კვირის ვადაში მოვიდნენ ბიჭები ზარალის შესაფასებლად. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან რეალურად შეაფასეს ზარალი, 70 % დაითვალეს, ასეც გამოვიდა, იმიტომ რომ შემოდგომით 3 ტონამდე ყურძენი დავკრიფე. ძალიან კმაყოფილი ვარ თიბისი დაზღვევის მომსახურებით.“

აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.