სამართალი
დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაცხრილეს
გუშინ ღამით “ნაციონალური მოძრაობის” დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ოფისი და დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიურო დაცხრილეს.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.

– “ასე მივდივართ ვიზა-ლიბერალიზაციისაკენ. წუხელ დედოფლსწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი და დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიურო დაცხრილეს.”- წერს ის facebook-ის გვერდზე.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გამოძიებას შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნაციონალები /