ახალი ამბები
მარილის ფალსიფიცირებაზე სამი პირი პასუხისგებაშია მიცემული [VIDEO]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით მეწარმები - თეიმურაზ თ. გიორგი ნ.  და ზვიად ხ. შემოსავლების გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. ბრალდებულები არაიოდიზირებულ მარილს აფასოებდნენ და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს.

სამივე მათგანს  ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ,  რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში speqtri.ge-ს განუცხადეს, უწყება ითანამშრომლებს სხვა ოფიციალურ სტრუქტურებთან და აღნიშნულ პროდუქტს  გაყიდვიდან ამოიღებენ. 
| Print |
FaceBook Twitter Google