სამართალი
პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული შენგელი ტ., 1970 წელს დაბადებული მურმან გ. და 1986 წელს დაბადებული ომარ ბ.  დააკავა. მათ ბრალად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობა მუქარა და ძალადობა ედებათ.
პოლიციაში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ხე-ტყე უკანონოდ იჭრებოდა. მითითებულ ადგილზე მისვლამდე, პოლიციელებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფოდაანში, ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვოდ მოძრავი "ფორდ-ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსი შენიშნეს. ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა, შენგელი ტ-მ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შენგელი ტ-ს დაკავების მომენტში, ინციდენტში ჩაერთვნენ იმავე ტერიტორიაზე მყოფი მურმან გ., და ომარ ბ. თანმხლებ პირებთან ერთად. მათ შენგელი ტ-სთან ერთად, პოლიციის სამ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. სამართალდამცველებმა შენგელი ტ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მურმან გ-მ და ომარ ბ-მ მიმალვა შეძლეს.ისინი პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ინციდენტის დროს სამივე ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიციელებს, რომელთაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.