სამართალი
მამაკაცმა მძინარე ოჯახის წევრები დახოცა
ინდოეთის მოქალაქე ხანსილ ვარეკარმა ოჯახის 14 წევრი დანით დახოცა და შემდეგ თავიც მოიკლა. როგორც ინდოეთის პოლიცია იუწყება, ვარეკარის ოჯახი, რომელიც ქალაქ ტხანეში საკმაოდ უზრუნველყოფილად თვლებოდა 27 თებერვალს, საღამოს წვეულებაზე შეიკრიბა. წვეულების შემდეგ, როდესაც ყველა დასაძინებლად დაწვა, ვარეკარმა ხორცის დასამუშავებელი დანით  ცოლი, 8 ბავშვი, სამი და და მშობლები ამოხოცა. ამის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო.

გადარჩენა მხოლოდ ერთმა დამ შესძლო, რომლის ყვირილმაც მეზობელი გააღვიძა. მან სახლის ფანჯარა ჩაამსხვრია და გოგონას გაქცევაშ დაეხმარა.  შემდეგ პოლიცია გამოიძახა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.

წყარო: Newposts
| Print |
FaceBook Twitter Google