სამართალი
ყვარელში პოლიციელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს ერთ-ერთ ინსპექტორ-გამომძიებელს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მარიხუანას მოხმარება დაუდასტურდა. აღნიშნული ფაქტი, speqtri.ge-მ შიდა წყაროსთანაც გადაამოწმა. მისი ინფორმაციით, საკითხის შეწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო.

კომენტარის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში გასული კვირიდან ვცდილობთ, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

დამატებით დეტალებს შსს-დან ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.
| Print |
FaceBook Twitter Google