სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კაზინო გამოავლინა [Video]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში გამოვლენილია არალეგალურად მოქმედი აზარტული სათამაშო კლუბი, კაზინო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს სამ მოქალაქეს, დავით ჩ., გიორგი ლ., და საბა ქ. ქალაქ თბილისში, თაბუკაშვილის ექვს ნომერში, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, შესაბამისი ნებართვისა და ყოველგვარი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, არალეგალურად ჰქონდათ მოწყობილი აზარტული კლუბი, სადაც მათივე ორგანიზებით სისტემატიურად იმართებოდა სხვადასხვა აზარტული თამაშები.

გამოძიების მტკიცებითვე, თამაშების ორგანიზების სანაცვლოდ მხილებული პირები გასამრჯელოს სახით იღებდნენ აზარტულ კლუბში შესული თანხის 20%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას საპრიზო ფონდის სახით ანაწილებდნენ აზარტულ თამაშებში გამარჯვებულ მოქალაქეებზე.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კაზინო /