სამართალი
სოფელ ველისციხეში დაკარგული მამაკაცი ვენახში გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თემურ ფერიშვილს ოჯახი მთელი ღამის განამვლობაში ეძებდა. დაკარგულის კვალს დღეს მიაგნეს.
მამაკაცი ვენახში პოლიციამ იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გული აქვს გახეთქილი.

სამძებრო სამუშაოებში, თანასოფლელებთან ერთად, კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ველისციხე /