სამართალი
შემოსავლების სამსახურმა სამართალდარღვევის 587 ფაქტი გამოავლინა
9 დან 15 მაისის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 587 ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა  5742 გადამხდელი შეამოწმეს. დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 57 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 73 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 457 შემთხვევა.
| Print |
FaceBook Twitter Google