სამართალი
რუსეთის მოქალაქეებს ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ შემოჰქონდათ
მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის ორი მცდელობა აღკვეთეს.

„ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ა.პ., რომლის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 600 აბი ПАГЛЮФЕРАЛ-3 აღმოაჩინეს.

60 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოჩნდა „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში 27 მაისს შემოსული რუსეთის მოქალაქე გ.ს.-ის კუთვნილ ბარგშიც.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მედიკამენტი /