შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ონურ ო. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას, 64 აბი და 5 აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 3,69555 გრ
მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. გამოძიებამ
დაადგინა, რომ ონურ ო.-მ ნარკოტიკული საშუალება რამდენიმე პიროვნებას
მიჰყიდა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები