სამართალი
გურჯაანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მოქალაქე ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდა.
შედგა შესაბამისი აქტი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
| Print |
FaceBook Twitter Google