სამართალი
ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების დამზადება-რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.




საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, შპს „ფასანაური 2010“-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ „თეონა ბუხრაძის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბუთხუზი სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისათვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების - კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმას, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლით, რაც სასჯელის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google