სამართალი
გურჯაანის პოლიციამ ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა
კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული  სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, მან თანასოფლელის ბინა გაქურდა. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული.

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google