სამართალი
არადეკლარირებული ოქროს ზოდები "წითელ ხიდზე"
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებმა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ოქროს უკანონო გატანის მცდელობა აღკვეთეს.
ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გატანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ნ. დააკავეს. 21 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ავტომობილში, რომელსაც რ.ნ. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საქარე მინის საწმენდი მექანიზმის ქვემოთ დამალული 700,49 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - ოქროს ზოდები და უმაღლესი სინჯის ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი - აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 55 ათასი ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბაჟო წესის დარევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google