შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ
სამმართველოში მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და
დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
აღნიშნული ქმედების გამო, ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ
ჩაბარებულია 7 500 საბრძოლო ვაზნა, 11 მჭიდი, კალაშნიკოვის
კონსტრუქციის ტყვიამფრქვევი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი, მსხვრევადი ყუმბარის 6 საბრძოლო ფალია, „ეფ-1“-ის ტიპის
მსხვრევადი ხელყუმბარის 9 კორპუსი და „ერ-კა-გე-3“-ის ტიპის
კუმულატიური ხელყუმბარა ამფეთქით.
მასალის გამოყენების პირობები