სამართალი
ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.


გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,გომანის“ და შპს ,,ნინოს“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელებმა იგორ წულუკიძემ, გოგიტა ლემსაძემ და შპს ,,რეზოს“ დირექტორმა და დამფუძნებელმა რევაზ ილიაძემ 2014-2016 წლებში განახორციელეს 40 847 759 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, ბრალდებულების მიერ, საბაჟო გადასახდელების სახით, არ იქნა გადახდილი 4 521 192 ლარი, ხოლო 359 316 ლარის ღირებულების 53 ერთეული ყალბი საბანკო გადახდის ქვითარი გამოიყენეს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გადასახდელების გადახდის დასადასტურებლად, რამაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google