შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში
დააკავეს.
სამართალდამცველებმა, არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,
„ნაგანი“-ს სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის
კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ბრაუნინგი“-ს მოდელის
არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა
ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე
ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი:
2 რევოლვერი, 4 პისტოლეტი და 6 საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც
მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები