სამართალი
ლაგოდეხსა და ახმეტაში ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე -ტყის უკანონო ჭრის და შემდგომ მისი ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს წიფლის და მუხის სახეობის ხეები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს
| Print |
FaceBook Twitter Google