სამართალი
შირაქის ტერიტორიაზე მოქალაქე პროჟექტორით ნადირობდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი ნადირობდა ე.წ პროჟექტორის გამოყენებით. ჩამორთმეული და დალუქული იქნა სამართალდარღვევის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოს
| Print |
FaceBook Twitter Google