სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს
მოქალაქეები მალხაზ რ. და სარდარ ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში მალხაზ რ-მ,
სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი
ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17
სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და
100-ლარიანი კუპიურები.
სუს-ის ინფორმაციით, 2016 წლის 22 სექტემბერს მალხაზ რ-მ. უკანონოდ
დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50 ლარიანი და
100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის
დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები