სამართალი
შსს-მ 2009-2011 წლებში გადამალული დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.
ამის შესახებ განცხადება  შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ გააკეთა.

უწყების ცნობით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / იარაღი /