სამართალი
გამოძალვისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1990 წელს დაბადებული ე.ი. და 1985 წელს დაბადებული ქ.ქ.  დააკავეს.


მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ძარცვა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე სასტუმროსა და კლუბში, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის
გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც დაზარალებულებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა ჩამოართვეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის,
და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე  (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google