სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ თურქეთის მოქალაქეები დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები 1966 წელს დაბადებული ი.ა. და 1957 წელს დაბადებული მ.გ. საქართველოს საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, საბაჟო საზღვრის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 418 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-214-ე მუხლის მეორე ნაწილით, მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

| Print |
FaceBook Twitter Google