ესპანეთის პოლიციამ 29 ნოემბერს საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა.
ისინი ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი.
"დოიჩე ველეს" ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოში განუცხადეს, რომ
ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა
ქალაქებში: მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ჩრდილოეთ ესპანეთის
ბარაკალდოს დასახლებაში.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე
მოქალაქეც. ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები სწორედ ესპანელების
დახმარებით იპარავდნენ საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს.
დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი
მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება.
ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო
შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.
ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს,
რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ესპანეთის პოლიცია მას
„კანონიერ ქურდს“ და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები