გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს
თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში 2 დაურეგისტრირებელი სახერხი
საამქრო აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევებს სახერხი დანადგარები და გადამუშავებული პირველადი
გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჩამოერთვათ. საქმეზე შედგა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი
რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები