შსს-ს თბილისის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული
გ.ნ. გორში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
4799 საბრძოლო ვაზნა, კალაშნიკოვის სისტემის 3 ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 453 გრამი ტროტილი, 2 ცეცხლგამტარი ზონარი, 1
ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და ლითონის ასაფეთქებელი
მოწყობილობა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები