სამართალი
ახმეტაში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.


ახმეტის მუნიციპალიტეტში (ტყის ფონდში), გამოვლენილია 4 ძირი ცაცხვის სახეობის პირველი ხარისხის ხე-ტყის ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჭრის ფაქტი. გარემოზე მიყენებული ზიანი შეადგენს 1266,00 ლარს. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / ხე ტყე /