სამართალი
დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, უკრაინის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ა.ს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 311 აბი და 2,5825 გრ ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ნარკოტიკი /