შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციელის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე
გახსნეს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევიდან რამდენიმე საათში 3 პირი დააკავეს.
საქმეს პროკურატურა იძიებს.
თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი წუხელ დაჭრეს. არსებული
ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით
გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც
საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი
მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია
გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელვე. მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები