სამართალი
ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა სპეციალისტებმა, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, საწარმოს ტერიტორიაზე, 18 ცალი უკანონო (დაუფირნიშებელი) მორი აღმოჩნდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
| Print |
FaceBook Twitter Google