სამართალი
ლაგოდეხში 80 წლის ქალმა ყელი გამოიჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში 80 წლის ქალმა ცივი იარაღით ყელი გამოიჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
სოფელში გამგებლის წარმომადგენლის თამარ ხვედელიძის ინფორმაციით, მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობდა.  თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია.

speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება არ შესულა.

| Print |
FaceBook Twitter Google