სამართალი
უკანონო ნადირობა ჭიაურის ტყეში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურის ტყეში, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

მათი ინფორმაციით, სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის ქვითრის გარეშე ნადირობდნენ. ამასთან, სანათი მოწყობილობის საშუალებით ,,ე.წ. პროჟექტორით“, მონადირებული ჰყავდათ 12 ცალი ქედანი. ჩამოერთვათ და დაილუქა სამართალდარღვევის იარაღები.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google