სამართალი
გურჯაანის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით თამაზ ნ. დააკავეს.
სოფელ გურჯაანის მკვიდრმა, შუა ხნის ასაკის თამაზ ნ. -მ, ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით არის აღძრული. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-დან 150 საათამდე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ, სანქციის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 100-დან 200 საათამდე, თავისუფლების შეზღუდვა ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google