სამართალი
ვაშლოვანის ნაკრძალში სამართალდამრღვევებს სანადირო თოფები ჩამოართვეს
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საპატრულო ჯგუფმა, დაცულ ტერიტორიებზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების 3 ფაქტი გამოავლინა.

რეინჯერებმა მორიგი შემოვლისას სამ სამართალდამრღვევს, სანადირო თოფები ჩამოართვეს. მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 89-ე 3 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში.
| Print |
FaceBook Twitter Google