სამართალი
ქალი, რომელმაც პენსიონერის დაყაჩაღება სცადა თელავის პოლიციამ დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელმაც დღეს პენისონერის დაყაჩაღება სცადა.
ბრალდებული 75 წლის მოხუცის სახლში შეიჭრა და დღეს აღებული პენსიის წართმევას შეეცადა, დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google