სამართალი
შსს-მ ახმეტასა და ლაგოდეხში ორი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტისა  და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1962 წელს დაბადებული რ.ქ. და 1962 წელს დაბადებული ა.ო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში, რ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: გლუვლულიანი სანადირო თოფი, ქარხნული წესით დამზადებული კომბინირებული სანადირო თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში, ა.ო.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 2 მასრა და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისათვის ვარგისია. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება რ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ხოლო ა.ო.-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


| Print |
FaceBook Twitter Google