სამართალი
„ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ ბორჯომში, ერთ - ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული ”ლიკანი” და ”ბორჯომი.” გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google