სამართალი
უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი კახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - დემნა ირემაშვილი და თეიმურაზ აბრამიშვილი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც. მდინარე ალაზანზე, ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ მოქალაქეები - გიგა გოზალიშვილი, ლაშა ცერცვაძე და ბესიკ ხოსიტაშვილი. სამართალდარღვევის გამოვლენისას, მათ დაჭერილი თევზი მდინარეში გადაყარეს.

მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google