სამართალი
აკურაში მაჩვის გატყავების ფაქტზე გარემოსდამცველებმა რეაგირება მოახდინეს
გარემოსდამცველებმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე, რომელშიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მაჩვის გატყავების ფაქტი იყო ასახული, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა მაჩვი მისსავე საკუთრებაში არსებულ, დამშრალ ჭაში ნახა, ფიწალის გამოყენებით მოკლა და შემდგომ გაატყავა.
შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ასკ 86-ე მუხლის მე-13 ნაწილით. ნივთმტკიცება დაილუქა, ხოლო მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აკურა /