სამართალი
უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებული სიგარეტი ,,DUBAO’’-ს აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია მოახდინა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ფაქტზე დააკავა, სიგარეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს .
| Print |
FaceBook Twitter Google