სამართალი
გურჯაანის პოლიციამ გოგოს მოტაცებისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 35 წლამდე ასაკის მამაკაცმა 30 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
ჩვენი ინფორმაციით, ქალი მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა და შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მათ კვალს ოპერატიულად მიაგნეს და მამაკაცი დააკავეს.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


ამავე თემაზე :

გურჯაანში გოგო მოიტაცეს- მიმდინარეობს გამოძიება


| Print |
FaceBook Twitter Google