სამართალი
სიღნაღში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მუცლის არეში დაჭრეს. ინცინდენტის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის ,,არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google