სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.


უწყების ინფორმაციით, გამოძებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი განახორციელა და არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 653 852,10 ლარის ზიანი მიაყენა. ასევე, ბრალდებულმა ზემოთ აღნიშნული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად, საგადასახადო ორგანოში 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები წარადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google