სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვა - რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს - 29 239 კოლოფ ,,Master’’- ს ინახავდა, რომლის ნაწილიც 7 500 კოლოფი ერთ-ერთ ბრალდებულზე გაასაღა. აღნიშნული პირი პროდუქციის გადაზიდვის მომენტში დააკავეს, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 - ე მუხლის მე -3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google