სცემეს თუ არა სიღნაღის პოლიციაში მოქალაქე?- საქმეს პროკურატურა იძიებს
კახეთის საოლქო პროკურატურა სიღნაღის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლის მიერ მოქალაქის შესაძლო ცემის ფაქტს იძიებს.
როგორც 37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილი reginfo-სთან საუბარში ამბობს,
15 მაისს, მეგობართან ერთად სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ლუდს სვამდა, რა დროსაც დააკავეს და პოლიციაში
გადაიყვანეს. იქ კი სამართალდამცველმა გიორგი ნოზაძემ ისე სცემა, რომ
ნეკნები ჩაუმტვრია. მისივე თქმით, ამის შესახებ წინასწარი
მოთავსების იზოლატორის თანამშომელს უთხრა, მან კი პროკურატურას
აცნობა.
როგორც speqtri.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა,
რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას
გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები