სამართალი
წინანდალში ყაჩაღობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია- შსს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, წუხელ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონესა და რამდენიმე ადამიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, თითქოს ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის მცდელობას.

მათი ცნობითვე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.





| Print |
FaceBook Twitter Google