სამართალი
რა სასჯელი ელის არასრულწლოვანის მოტაცების მცდელობაში ბრალდებულ ახალგაზრდას
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 16 წლის გოგოს მოტაცების მცდელობაში ბრალდებულების ინთიგამ კასანოვისა და ელმირ მირგაფაროვის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
გამოძიება კიდევ ერთ პირს, სეითჰიაჰია მირგაფაროვს დანაშულის შეუტობინებლობლობას ედავება.

ოფიციალური ვერსიით, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში, 20:00 სთ-ზე, ინთიგამ კასანოვი 16 წლის გოგონას მოტაცებას ცოლად მოყვანის მიზნით ცდილობდა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-143-ე და 376-ე მუხლით აღიძრა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 20 წლის ინთიგამ კასანოვი მიიმალა, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი ის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაზარალებულ გოგოს ექსპერტიზა გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. გამოძიების მტკიცებით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ადვოკატ მაგული ღვალაძის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ მხარეები შერიგდნენ, გოგო და ბიჭი კი დანიშნეს.

როგორც დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა განაცხადა, ელმირ და სეითჰიაჰია მირგაფაროვებთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

რაც შეეხება, ინთიგამ კასანოვს, თუკი შეთანხმება არ შედგება, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მომდევნო პროცესი
| Print |
FaceBook Twitter Google